Pages

Saturday, June 9, 2012

Косметика Black Pearl
Эта уникальная косметическая линия предназначена как для
борьбы с первыми морщинами, так и для омоложения зрелой кожи. 
В рецептуре косметики Black Pearl используются минералы 
Мертвого моря, порошок морского жемчуга, питательные 
растительные масла, экстракты водорослей и 
разнообразные увлажняющие компоненты.


Wednesday, June 6, 2012


მარგალიტი კოსმეტოლოგიაში

 ნატურალური მარგალიტი დიდი ხანია რაც აღარ არის მხოლოდ მორთულობა
,ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდი თავიანთ პროდუქციაში მარგალიტის
 ფხვნილს იყენებს. ის შეიცავს ამინომჟავების 22 სახეობას, 
18 მიკროელემენტს, გლუკოზას, რომელიც ჭიმავს სახის კანს, პროტეინებს 
და  В  და  D  ვიტამინებს.
 მას გააჩნია არაჩვეულებრივი უნარი ნივთიერებათა ცვლის 
პროცესების დასარეგულირებლად, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, 
ჭიმავს და აახალგაზრდავებს.მატებს მას ჯანსაღ იერს.განახლების და შუქის ამრეკვლავი თვისებების წყალობით მარგალიტი ხშირად გამოიყენებ
ა ანტი-ასაკოვან კოსმეტიკაში, ასევე აჭრელებული სახის კანთან
საბრძოლველად. გააჩნია ბუნებრივი ფილტრაცია და ხელს უშლის
მზის მოკიდებას და უზრუნველყოფს მუდმივ გამათეთრებელ ეფექტი.


CHANEL Precision Gommage
Microperle Eclat 


 დელიკატური გელისმაგვარი სტრუქტურა, 

არაჩვეულებრივად  წმენდს
 კანს. მარგალიტის 
მიკრონაწილაკების წყალობით უბრუნებს 
სახის კანს გლუვ
 ზედაპირს და მატებს მას ჯანსაღ
 ბრწყინვალებას. წაისვით ნამიან
 სახეზე  წრიული მოძრაობებით,
 შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ.


მარგალიტის დანიშნულებები

გარდა ძვირფასი ქვის დანიშნელებისა მარგალიტს სხვა ბევრი
დანიშნულებაც აქვს.VIII საუკუნედან ის მედიცინაშიც გამოიყენებოდა
.მას მელანქოლიისა და სიგიჟის სამკურნალოდ ხმარობდნენ.ასევე
 მას
 ოდითგანვე კოსმეტოლოგიაშიც იყენებდნენ.მდინარეში
მოპოვებული მარგალიტი მუშავდებოდა და მას "აკვა
 პერლატა"
მარგალიტის წყალი ერქვა.


Pinctada fucata

ყველაზე გავრცელებულ და ძვირფას მარგალიტად Pinctada Fucata
ითვლება.ამ მარგალიტით ცნობილმა იაპონელმა მწარმოებელმა კოკიტი
მიკომოტომ XX საუკუნის დასაწყისის მსოფლიო ბაზარი დაიპყრო.

















La Regente

მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტია -  La Regente. რომელიც
თითქმის 21 გრამს იწონის. თავის დროზე ის ნაპოლეონმა ცოლს აჩუქა ,
 ვაჟის დაბადებასთან დაკავსირებით.


შემდეგ საფრანგეთის სამეფოს ეკუთვნოდა და 1887 წელს ცნობილმ
 იუველირმა,კარლ ფაბერჟემ , სამეფო გვირგვინში ჩასვა.

გარკვეული დროის შემდეგ ეს მარგალიტი გრაფინია იუსუპოვამ
 იყიდა, რომელიც მისმა შვილმა იუსუპოვამ რევოლუციის შემდგომ
 ევროპაში წაიღო და გავიდა.








La Peregrina


ყველაზე ცნობილი მარგალიტია La Peregrina .
XVI საუკუნეში პანამაში ესპანელებმა იპოვეს. ის დაახლოებით 13.2
 გრამს იწონის და უჩვეულო სილამაზისაა.დიდი ხნის მანძილზე ის
ესპანეთის სამეფოს საკუთრება იყო.1969 წელს La Peregrina სოთბის
აუქციონზე გაიტანეს, სადაც რიჩარდ ბარტონმა 37.000 დოლარად
იყიდა, კარტიეს
კოლიეში ჩაასმევინა და ვალენტინობის დღესასწაულზე ელიზაბეთ
 ტეილორს
 აჩუქა.



მარგალიტი


მარგალიტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქვაა. ის ოკეანეში, ზღვაში, მდინარეში მოიპოვება და მისგან დამზადებული ყელსაბამი მანდილოსნების საოცნებო სამკაულად ითვლება.


მარგალიტის ბუნებაში გაჩენის მიზეზები ჯერაც უცნობია. ძველად ვარაუდობდნენ , რომ მოლუსკსი ნქვიშის მარცვალი ხვდება და შემდეგ, დროთა განმავლობაში მარგალიტად ყალიბდება. ჩამოყალიბებაში მას სადაფი(პერლამუტრი) ეხმარება, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარედან ეხვევა ქვიშის მარცვალს და მარგალიტს ქმნის. სიტყვა "პერლამუტრი" გერმანული წარმოშობისაა და "მარგალიტის დედას" ნიშნავს.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ყველა მოლუსკი მარგალიტის მწარმოებელი როდია. მოლუსკების მხოლოდ 30% აწარმოებს მარგალიტს, აქედან 10 % უორმოა , 3% სრულიად მრგვალი, საიდანაც მხოლოდ 0,5% -ია მაღალი ხარისხის.

მილიონი სახის მოლუსკიდან მხოლოდ 10.000 სახეობას შეუძლია წარმოქმნას სამკაულისთვის გამოსადდეგი მარგალიტი, დაწუნებული კი კოსმეტიკისთვის იფხვნება.

მარგალიტი ერთადეთი ძვირფასი ქვაა რომელსაც ცოცხალი ორგანიზმი წარმოქმნის, ამიტომ სითბო დამოვლა სჭირდება . სხვა შემთხვევაში ის შეიძლება მოკვდეს კიდეც. მარგალკიტს ბრინჯში ინახავნ. ბრინჯი წყლის მცენარეა და სწორედ ის თვისებები აქვს რაც მარგალიტს ასე დზალიან ესაჩიროება.

არსებობს 4 ფერის (შავი, ყვითელი,ვარდისფერი,თეთრი) და სხვადასხვა სახის მარგალიტი (ნატურალური,გამოყვანილი,იმიტირებული).
ნატურალური მარგალიტი ის არის,რომელიც თავისთავად,ადამიანის ჩაურევლად იბადება წყალში.გამოყვანილს იგივე ფორმულა და შემადგენლობა აქვს,ოღონდ მისი გამოყვანა ადამიანის დახმარებით ხდება.იმიტირებული მარგალიტი მთლიანად ადამიანის ხელითაა შექმნილი.მარგალიტის სომა,ფორმა და ფერი იმაზეა დამოკიდებული,თუ როგორ წყალში (მლაშე,მტკნარი) წარმოიქმნა და რა დრო დასჩირდა მის ჩამოყალიბებას.მარგალიტი,რომელი დღეს სამკაულად გამოიყენება ,გამოყვანილია.მოლუსკში პატარა ტრანსპლანტანტს დებენ და წყალში უშვებენ.ტრანსპლანტანტს თავად მოლუსკიდან იღებენ.არსებობს ორი ტიპის გამოყვანილი მარგალიტი:მარცვლით და უმარცვლოდ.

შავი                    


თეთრი