Pages

Wednesday, June 6, 2012

მარგალიტი


მარგალიტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქვაა. ის ოკეანეში, ზღვაში, მდინარეში მოიპოვება და მისგან დამზადებული ყელსაბამი მანდილოსნების საოცნებო სამკაულად ითვლება.


მარგალიტის ბუნებაში გაჩენის მიზეზები ჯერაც უცნობია. ძველად ვარაუდობდნენ , რომ მოლუსკსი ნქვიშის მარცვალი ხვდება და შემდეგ, დროთა განმავლობაში მარგალიტად ყალიბდება. ჩამოყალიბებაში მას სადაფი(პერლამუტრი) ეხმარება, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარედან ეხვევა ქვიშის მარცვალს და მარგალიტს ქმნის. სიტყვა "პერლამუტრი" გერმანული წარმოშობისაა და "მარგალიტის დედას" ნიშნავს.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ყველა მოლუსკი მარგალიტის მწარმოებელი როდია. მოლუსკების მხოლოდ 30% აწარმოებს მარგალიტს, აქედან 10 % უორმოა , 3% სრულიად მრგვალი, საიდანაც მხოლოდ 0,5% -ია მაღალი ხარისხის.

მილიონი სახის მოლუსკიდან მხოლოდ 10.000 სახეობას შეუძლია წარმოქმნას სამკაულისთვის გამოსადდეგი მარგალიტი, დაწუნებული კი კოსმეტიკისთვის იფხვნება.

მარგალიტი ერთადეთი ძვირფასი ქვაა რომელსაც ცოცხალი ორგანიზმი წარმოქმნის, ამიტომ სითბო დამოვლა სჭირდება . სხვა შემთხვევაში ის შეიძლება მოკვდეს კიდეც. მარგალკიტს ბრინჯში ინახავნ. ბრინჯი წყლის მცენარეა და სწორედ ის თვისებები აქვს რაც მარგალიტს ასე დზალიან ესაჩიროება.

არსებობს 4 ფერის (შავი, ყვითელი,ვარდისფერი,თეთრი) და სხვადასხვა სახის მარგალიტი (ნატურალური,გამოყვანილი,იმიტირებული).
ნატურალური მარგალიტი ის არის,რომელიც თავისთავად,ადამიანის ჩაურევლად იბადება წყალში.გამოყვანილს იგივე ფორმულა და შემადგენლობა აქვს,ოღონდ მისი გამოყვანა ადამიანის დახმარებით ხდება.იმიტირებული მარგალიტი მთლიანად ადამიანის ხელითაა შექმნილი.მარგალიტის სომა,ფორმა და ფერი იმაზეა დამოკიდებული,თუ როგორ წყალში (მლაშე,მტკნარი) წარმოიქმნა და რა დრო დასჩირდა მის ჩამოყალიბებას.მარგალიტი,რომელი დღეს სამკაულად გამოიყენება ,გამოყვანილია.მოლუსკში პატარა ტრანსპლანტანტს დებენ და წყალში უშვებენ.ტრანსპლანტანტს თავად მოლუსკიდან იღებენ.არსებობს ორი ტიპის გამოყვანილი მარგალიტი:მარცვლით და უმარცვლოდ.

შავი                    


თეთრი


No comments:

Post a Comment